კარტეზიანული განაზრებანი

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785990550513
წელი: 2019
გვერდები: 496

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

მერაბ მამარდაშვილის ფონდი წარმოგიდგენთ დეკარტის შესახებ ლექციების იმ კურსის გამოცემას დამატებებითა და შესწორებებით, რომელიც მ. მამარდაშვილმა (1930-1990) 1981 წლის იანვარ-თებერვალში ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტში (მოსკოვი) წაიკითხა.

კურსი, რომელიც ოფიციალურად ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა და ტექნიკური ესთეტიკის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტებისა და თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი და ავტორის მიერ წოდებული იყო „კარტეზიანულ განაზრებებად“, თავისი დროის გამორჩეულ ინტელექტუალურ მოვლენად იქცა. გადაჭედილ აუდიტორიაში ფილოსოფოსს მისი კოლეგები და მეგობრები, სხვა სფეროთა პროფესიონალები, სხვადასხვა სპეციალობის ასპირანტები, სტუდენტები და ისინი უსმენდნენ, ვისი სამუშაო სფეროც შორს იყო ფილოსოფიისგან.

დასავლური ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და თანამედროვე მეცნიერების ფუძემდებელი, რენე დეკარტი, მამარდაშვილის ნააზრევის შუქში ცოცხლდება, როგორც ეგზისტენციალური და ღრმად ქრისტიანული მოაზროვნე, როგორც აღორძინების გმირი ენთუზიასტი, რომელიც საკუთარი რისკის ფასად გადაეშვა აზროვნების გაბედულ „თავგადასავალში“ სამყაროსთან ერთი ერთზე.

განყოფილებაში „არქივიდან“ წარმოდგენილია შემდეგი მასალები: „სამუშაო ჩანაწერები ლექციებისთვის დეკარტზე“ (ქვეყნდება პირველად) და „კარტეზიუსის ნიშნით“ (პირველად გამოქვეყნდა 1996 წელს).

ლექციების ტექსტებსა და საარქივო მასალებს თან ახლავს კომენტარები.

წიგნს თან ერთვის კომპაქტ-დისკი, რომელზეც წარმოდგენილია წიგნში შემავალი ლექციების კურსის აუდიოჩანაწერი.

წიგნის გაფორმებისას გამოყენებულია ჰენდრიკ ავერკამპის, რომეინ დე ჰოჰესა და, სავარაუდოდ, ადრიენ მათჰამის ნამუშევრები (გრავიურა ადრიენ ვან დე ვენის ნახატის მიხედვით).

Scroll to Top