შემეცნების ისარი

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785604346344
წელი: 2019
გვერდები: 272

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

„შემეცნების ისარს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია მერაბ მამარდაშვილის (1930–1990) მემკვიდრეობაში – ეს არის ფუნდამენტური ფილოსოფიური ტრაქტატი (დათარიღებული 1977-78 წწ.) შემეცნების მოვლენობის ონტოლოგიაზე, რომელიც მ. მამარდაშვილის ნააზრევის უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენს, რომელიც მის ყველა ძიებას უდევს საფუძვლად.

წიგნში დასმულია შეკითხვა – როგორ არის შესაძლებელი რაიმე ახალი – ახალი ცოდნა, ახალი საზრისი – მზა საზრისებისა და მნიშვნელობების სამყაროში და როგორ ვლინდება ეს სიახლე დაბადების შემდეგ მყისიერად, როგორც მარადიული და ყოველთვის უკვე არსებული? ახალი ცოდნისა და გაგების დაბადება არის მოვლენა, რომელსაც დროსა და სივრცეში თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. რადგანაც ჭეშმარიტად ახალია, მოვლენა არ გამომდინარეობს წინა, დაკვირვებადი მდგომარეობიდან. ის არც შემთხვევითია და არც პროგნოზირებადი. მაშ, საიდან მოდის ის? საიდან და რა კანონების საფუძველზე წარმოიქმნება? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას ავტორი ცოდნისა და გაგების მოვლენების ტოპოლოგიას აგებს და სხვადასხვა ასპექტიდან შემოხაზავს აზროვნების „ტოპოსის“ მახასიათებლებს, ლოკალური კავშირობებისა და „გაგების სხეულების“ ან „ჭკვიანი სხეულების“, „მესამე საგნების“, უსასრულოს სასრული მატარებლების კონტინუუმს. ამ ადგილის კანონები ერთდროულად არის ეთიკური კანონები და თვითშეცვლისა და სუბიექტის ჩამოყალიბების კანონები.

წიგნის დიზაინში გამოყენებულია ფრაგმენტები ვიქტორ კულბაკის ნამუშევრებიდან ისევე, როგორც იგორ პალმინის ფოტო „მერაბ მამარდაშვილი“ (1980).

Scroll to Top