წიგნში შესულია მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) მიერ 1984-1985 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაკითხული ლექციების კურსი.
„გზის ფსიქოლოგიურ ტოპოლოგიად“ წოდებული კურსი წარმოადგენს ავტორის მიერ საკუთარი ფილოსოფიური ნააზრევის გაშლილ „მოსაზრება-ამოთქმას“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოების – მარსელ პრუსტის რომანის – „დაკარგული დროის ძიებაში“ – საფუძველზე და ფილოსოფოსისა და მწერლის ინტელექტუალური შეხვედრის ანაბეჭდს ატარებს. მ. მამარდაშვილისთვის პრუსტის რომანი უნიკალურ სივრცეს ქმნის იმის გასაგებად, რასაც მოვლენის ფენომენოლოგია შეიძლება ვუწოდოთ.
განყოფილებაში „არქივიდან“ მოცემულია ლექციებისთვის მოსამზადებელი მასალები, მერაბ მამარდაშვილის წერილები მისი მეგობრის, პიერ ბელფრუასადმი, ამონარიდები 1970-იანი წლების რვეულებიდან და სხვ.
ეს გამოცემა შევსებული და შესწორებულია 2014 წელს გამოქვეყნებულ პირველ გამოცემასთან შედარებით.