მერაბ მამარდაშვილი

კარტეზიანული განაზრებანი

 
ავტორი : მერაბ მამარდაშვილიწიგნი : არ არის გაყიდვაში
გამომცემლობა : აქტიკატეგორია : ფილოსოფია
მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილიენა : ქართული
რედაქტორი : ბაქარ როსტიაშვილიწელი : 2022
გვერდები : 513ფორმატი : 17.0X24.0
ყდა : რბილიISBN : 9789941843778
წიგნის წონა : 0.765 კგ

წიგნის ანოტაცია

წინამდებარე წიგნს საფუძვლად უდევს მერაბ მამარდაშვილის მიერ 1981 წლის იანვარსა და თებერვალში წაკითხული ლექციების კურსი „ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში“ (მოსკოვი), რაც იმ დროის მნიშვნელოვან ინტელექტუალურ მოვლენად იქცა.

ზოგადიდან დაწყებული, ადამიანის ბუნების, დეკარტის ბუნების გავლით, მერაბ მამარდაშვილი მსჯელობს და ცდილობს გაიგოს, ჩაწვდეს თავისი (როგორც პიროვნების) არსს და მოუწოდებს თავის მსმენელებს (მკითხველებს) გამოიკვლიონ საკუთარი აზროვნება, მისი ბუნება, ქიმია, სიჩქარე და შინაარსი.

აზროვნება ადამიანის პრივილეგიაა. ეს არის აღქმის, ცოდნის, ცნობიერების ინსტრუმენტი. მრავალი ადამიანი ცდილობს, არ დარჩეს მარტო საკუთარ თავთან, რითაც ართმევს თავს უფრო შეგნებული არსებობის, ფიქრის და საკუთარი თავის, როგორც პიროვნებისა და როგორც სამყაროს შექმნის შესაძლებლობას. რაზე საუბრობდა დეკარტი და რის მინიშნებას ცდილობდა? რატომ უარყოფდა იგი თამამად ათეისტი მათემატიკოსის არსებობას? როგორ ჩავწვდეთ ჩვენს მდგომარეობას სამყაროში?

Scroll to Top