სიმბოლო და ცნობიერება

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 5816300652
წელი: 2009
გვერდები: 288

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

მ. მამარდაშვილისა და ა. პიატიგორსკის „სიმბოლო და ცნობიერება“ პირველად 1982 წელს იერუსალიმში გამოიცა. წიგნი ეძღვნება ცნობიერების ცხოვრებას სიმბოლოების, როგორც ამ ცხოვრების განსაკუთრებული გამოხატულებების, მეშვეობით. სიმბოლოს გაგება სცდება სიმბოლოს, როგორც „სხვა რამის ნიშნის“, სემიოტიკური ინტერპრეტაციის ფარგლებს. სიმბოლო ცნობიერების ცხოვრებაში შესვლის ერთადერთი გზაა, რომელიც, ავტორების აზრით, თავად ფილოსოფოსობის საბოლოო ჰორიზონტია. ცნობიერების შესწავლისადმი მეტათეორიული მიდგომა, რომელიც წიგნშია შემუშავებული, გვთავაზობს აღწერის მეთოდს, რომელიც ცნობიერების სიმბოლური ბუნების მოხელთების შესაძლებლობას ხსნის, რისთვისაც შემოტანილია სფეროს, სტრუქტურისა და ცნობიერების მდგომარეობის ცნებები.

ეს გამოცემა წარმოადგენს დღეისათვის წიგნის ყველაზე სრულყოფილ ტექსტს, რომელშიც შემდეგ სამ წყაროს შორის არსებული შეუსაბამობებია გათვალისწინებული: იერუსალიმისა (1982) და მოსკოვის (1997) გამოცემებსა და, ასევე, მ. მამარდაშვილის არქივიდან ამოღებულ მანქანაზე ნაბეჭდ ტექსტს შორის. დანართში ქვეყნდება სტატია „სამი საუბარი ცნობიერების მეტათეორიაზე (მოკლე შესავალი ვიჯნანავადას მოძღვრებაში)“. ესაა ავტორების პირველი მისადგომი წიგნის „სიმბოლო და ცნობიერება“ პრობლემატიკასთან.

ყდის გაფორმებისას გამოყენებულია ვლადიმერ გალაცკის ნახატი „თეთრი ფრინველები“ (1970), იგორ პალმინის ფოტო „მერაბ მამარდაშვილი“ (1980) და ლუდმილა სტოკოვსკა-პიატიგორსკის ფოტო „ალექსანდრე პიატიგორსკი“.

Scroll to Top