საუბრები აზროვნებაზე

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785990550568
წელი: 2015
გვერდები: 816

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

მერაბ მამარდაშვილის ფონდი წარმოგიდგენთ მ. მამარდაშვილის (1930-1990) მიერ 1986-1987 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაკითხული სალექციო კურსის – „საუბრები აზროვნებაზე“ – მეორე, დამატებულ და კორექტირებულ გამოცემას.

„საუბრები აზროვნებაზე“ არის საუბრები ფილოსოფიაზე, რომელსაც ავტორი არა როგორც აკადემიურ დისციპლინას განიხილავს, არამედ როგორც აქტს, რომელიც შეიძლება ზოგადადამიანურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მოხდეს, როგორც აზროვნების აქტს სამყაროში მოვლენის სახით. აზროვნების ეს გაგება გულისხმობს აზროვნების ყველაზე მიუწვდომელ შრეზე ფოკუსირებას, რომელიც, ამის მიუხედავად, მოძრაობის რეალურ პროცესებსა და ადამიანური ცხოვრებისა და ისტორიის საზრისის ჩამოყალიბებაში მისი ჩართულობის საფუძველს ქმნის. კერძოდ, ესაა აზროვნების ხატოვანი, ანუ სიმბოლური, შრე. ამ კონტექსტშია განხილული გარკვეული სოციალური და კულტურული პროცესები და მოვლენები.

განყოფილებაში „არქივიდან“ პირველად ქვეყნდება მ. მამარდაშვილის 1986-1990 წლების აზროვნებაზე ლექციების მოსამზადებელი მასალები, ასევე სხვადასხვა წლის პრეზენტაციები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება „საუბრები აზროვნებაზე“ სალექციო კურსის თემებს. „არტოს მეტაფიზიკის“ მოხსენების ტექსტში შეცდომები გასწორებულია და აღდგენილია ადრინდელი პუბლიკაციებიდან კუპიურებიც.

წიგნს თან ერთვის კომპაქტ-დისკი, რომელიც შეიცავს კურსის – „საუბრები აზროვნებაზე“ – 24 ლექციის აუდიოჩანაწერს.

Scroll to Top