შეხვედრა: მერაბ მამარდაშვილი – ლუი ალტუსერი

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785990550599
წელი: 2015
გვერდები: 184

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

ეს გამოცემა წარმოგიდგენთ აქამდე გამოუქვეყნებელ ფრაგმენტებს ორი ფილოსოფოსის – მერაბ მამარდაშვილისა და ლუი ალთუსერის – მიმოწერიდან, რომელთა სახელებთანაც განუყოფლად არის დაკავშირებული XX საუკუნის 1960-80-იანი წლების კრიტიკული აზროვნება. მიმოწერის გარდა, წიგნში ასევე შესულია სხვა საარქივო მასალა – ჟურნალის – Вопросы философии (1968) – რედაქციაში ალთუსერის სტატიის („მარქსისტული ფილოსოფიის ისტორიული ამოცანა“) განხილვის ჩანაწერი.

წიგნის მეორე ნაწილში მკითხველი იხილავს სხვადასხვა ავტორის სტატიებს, რომლებიც წარმოადგენს ორი მოაზროვნის შეხვედრის საზრისზე, ფილოსოფიურ, ბიოგრაფიულ და პოლიტიკურ კონტექსტსზე მსჯელობას და რომლებიც ორივე ფილოსოფოსის ნაშრომებში ასახულ სხვადასხვა საკითხს ეძღვნება. ესაა ენი ეპელბოენის სტატია „მერაბ მამარდაშვილის მიმოწერა ლუი ალთუსერთან“, ვიქტორია ფაიბიშენკოს „მარქსი მარქსიზმის გარეშე (მერაბ მამარდაშვილი 1960-იან წლებში)“, ალექსეი პიმენოვის „ალთუსერი და „რუსული იდეოლოგია““ და მიგლენა ნიკოლჩინას „ტრანსფორმირებული ფორმები და ჰეტეროტოპული ომონიმია: ალთუსერი, მამარდაშვილი და „კაცობრიობის“ პრობლემა““.

Scroll to Top