ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში
გაზიარება:
წიგნის ანოტაცია
მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) გამოქვეყნებული ლექციები წარმოადგენს ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ კურსს, რომელიც 1978-1980 წლებში კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის იკითხებოდა.
ავტორის მიზანია ფილოსოფიის ისტორიის გადმოცემა, როგორც ადამიანსა და სამყაროს შორის დამოკიდებულების ზღვრულ საფუძვლებზე ფიქრის ისტორიისა. მისი ყურადღების ცენტრშია არსებულის ყოფიერების პრობლემა, რომელიც ძველბერძნული აზროვნების სივრცეში წარმოიშვა. არსებობის, როგორც რაღაც ჩამოყალიბებადის, გამოვლენით ავტორი ბერძენი ფილოსოფოსების ნააზრევში აკვირდება სამყაროსა და ადამიანის გააზრებისა და გაგების ანტიკური, მოგვიანებით კი – ევროპული იდეალების საფუძვლად მდებარე ფუნდამენტურ პრინციპებს.
ეს გამოცემა შევსებული და შესწორებულია წიგნის – „ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში“ – ადრინდელ (1997, 2002) გამოცემასთან შედარებით.
წიგნს თან ერთვის კომპაქტ-დისკი, რომელშიც მოცემულია 5-12 ლექციების აუდიოჩანაწერები.
გაფორმებისას გამოყენებულია ერნსტ ნეიზვესტნის ქანდაკების, „პანთეიზმი“, (1990) მოდელის ფოტოსურათი და იგორ პალმინის ფოტო „მერაბ მამარდაშვილი“ (1980). ქანდაკება „პანთეიზმი“ 1972-1975 წლებით თარიღდება. მერაბ მამარდაშვილის ამ საყვარელი ქანდაკების გადიდებული მოდელი ერნსტ ნეიზვესტნიმ ნიუ-იორკში 1990 წელს შექმნა.