ლექციები ანტიკურ ფილოსოფიაში

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785990550575
წელი: 2016
გვერდები: 216

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) გამოქვეყნებული ლექციები წარმოადგენს ფილოსოფიის ისტორიის ერთ-ერთ კურსს, რომელიც 1978-1980 წლებში კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის იკითხებოდა.

ავტორის მიზანია ფილოსოფიის ისტორიის გადმოცემა, როგორც ადამიანსა და სამყაროს შორის დამოკიდებულების ზღვრულ საფუძვლებზე ფიქრის ისტორიისა. მისი ყურადღების ცენტრშია არსებულის ყოფიერების პრობლემა, რომელიც ძველბერძნული აზროვნების სივრცეში წარმოიშვა. არსებობის, როგორც რაღაც ჩამოყალიბებადის, გამოვლენით ავტორი ბერძენი ფილოსოფოსების ნააზრევში აკვირდება სამყაროსა და ადამიანის გააზრებისა და გაგების ანტიკური, მოგვიანებით კი – ევროპული იდეალების საფუძვლად მდებარე ფუნდამენტურ პრინციპებს.

ყდის გაფორმებისას გამოყენებულია ერნსტ ნეიზვესტნის ნამუშევრის ფრაგმენტი სერიიდან „წინასწარმეტყველები“ (2001) და იგორ პალმინის ფოტო „მერაბ მამარდაშვილი“ (1980).

Scroll to Top