გზის ფსიქოლოგიური ტოპოლოგია (ტომი II)

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785990550506
წელი: 2014
გვერდები: 1232

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

ეს წიგნი წარმოადგენს მ. მამარდაშვილის მიერ 1984-1985 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წაკითხული სალექციო კურსის მეორე, დამატებულ და კორექტირებულ გამოცემას.

„გზის ფსიქოლოგიურ ტოპოლოგიად“ წოდებული კურსი წარმოადგენს ავტორის მიერ საკუთარი ფილოსოფიური ნააზრევის გაშლილ „მოსაზრება-ამოთქმას“ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული ნაწარმოების – მარსელ პრუსტის რომანის – „დაკარგული დროის ძიებაში“ – საფუძველზე და ფილოსოფოსისა და მწერლის ინტელექტუალური შეხვედრის ანაბეჭდს ატარებს. მ. მამარდაშვილისთვის პრუსტის რომანი უნიკალურ სივრცეს ქმნის იმის გასაგებად, რასაც მოვლენის ფენომენოლოგია შეიძლება ვუწოდოთ.

განყოფილებაში „არქივიდან“ მოცემულია ლექციებისთვის მოსამზადებელი მასალები, მერაბ მამარდაშვილის წერილები მისი მეგობრის, პიერ ბელფრუასადმი, ამონარიდები 1970-იანი წლების რვეულებიდან და სხვ.

წიგნის დაბეჭდილ ვერსიას მოჰყვება კომპაქტ-დისკი, რომელიც შეიცავს 36 ლექციის აუდიოჩანაწერს.

ელექტრონული ვერსია შეიცავს რიგ შესწორებებს ბეჭდურ ვერსიასთან შედარებით.

Scroll to Top