ვილნიუსის ლექციები სოციალურ ფილოსოფიაში (ესე ფიზიკურ მეტაფიზიკაზე)

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785990550551
წელი: 2018
გვერდები: 296

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

ეს წიგნი წარმოადგენს მერაბ მამარდაშვილის მიერ ვილნიუსში 1981 წელს წაკითხული ლექციების კურსს სოციალურ ფილოსოფიაში. ფილოსოფოსი სოციალურობის საკუთარ გაგებას გადმოსცემს, იკვლევს საზოგადოების სტრუქტურას, მის ფუნქციონირებასა და აზროვნებას შორის არსებულ რთულ ურთიერთკავშირს. თავის არცერთ სხვა ტექსტში ავტორი ასე პირდაპირ და თანმიმდევრულად არ ამტკიცებს აზროვნების დამოკიდებულებას სხვებთან ურთიერთობაში ჩართულობაზე, იმაზე, რასაც ის „თანა-ერთობასა“ და „თანა-ყოფიერებას“ უწოდებს. საქმე იმდენად თვით სოციალურ წესრიგს არ ეხება, რამდენადაც იმას, თუ რა წარმოადგენს ამ წესრიგის გამოდევნილ და უხილავ პირობას – ერთობას, რომელიც არსებითად არღვევს ამ წესრიგს, ადამიანთა თანაარსებობის ძალებს, სიცოცხლის ძალებს. წიგნი გვთავაზობს, ხელახლა განვიხილოთ თავისუფლების, პასუხისმგებლობისა და ეთიკური და პოლიტიკური მოქმედების პრობლემები.

ეს გამოცემა შესწორებული (განხორციელებულია არაერთი შესწორება) და გაფართოებულია 2009 წლის გამოცემასთან შედარებით.

Scroll to Top