თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის მონახაზი

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785990550582
წელი: 2017
გვერდები: 514

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

წიგნში წარმოდგენილია მ. მამარდაშვილის (1930-1990) მიერ კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის 1978-1979 წწ. წაკითხული ლექციები. ტექსტი ეფუძნება ლექციათა აუდიოჩანაწერების ტრანსკრიპტებს. თვით აუდიოჩანაწერებიდან ამჟამად „მერაბ მამარდაშვილის ფონდს“ აქვს 7-11 ლექციის ჩანაწერები. ამის შესაბამისად, მიმდინარე გამოცემაში 2010 წლის გამოცემასთან შედარებით არაერთი შესწორება შევიდა.

„თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის მონახაზის“ შიდა სიუჟეტში ორი თემაა გაერთიანებული – თანამედროვეობის დაბადების ერთჯერადი ისტორიული მოვლენა თავისი სპეციფიკური შესაძლებლობებითა და შეუძლებლობით და ცნობიერების მარადიულად განმეორებადი, მაგრამ არაფრით გარანტირებული მოვლენა. მამარდაშვილი იკვლევს არაკლასიკური აზროვნების ჩამოყალიბების სიტუაციას, განსაკუთრებით ფოკუსირდება რა ფენომენოლოგიურ და ფსიქოანალიტიკურ პროექტზე. ცნობიერების აქტის განხორციელება ნამდვილი ისტორიული ცხოვრების დასაწყისად გვევლინება.

გარეკანის გაფორმებისას გამოყენებულია ფრანსისკო ინფანტეს ნამუშევარი „არტეფაქტები“ სერიიდან „გამრუდებული სივრცის კერები“ (1979) და იგორ პალმინის ფოტო „მერაბ მამარდაშვილი“ (1980).

Scroll to Top