მარადიული აწმყო

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 9785604346334
წელი: 2025
გვერდები: 320

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) ნააზრევი ევროპული კულტურის ქრისტიანულ საწყისებთან არსებითადაა დაკავშირებული. ეს მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი ცენტრალური მოტივია, რომელიც, ამის მიუხედავად, თავის მკაცრად არარელიგიურ ხასიათს ინარჩუნებს. მერაბ მამარდაშვილისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სახარებისეული და სამოქალაქო საწყისების ურთიერთკავშირის თემა, რომელსაც ის არაერთხელ უსვამდა ხაზს. ამ კრებულის მიზანია მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობის სწორედ ამ ასპექტების წარმოჩენა.

ეს კრებული შეიცავს მერაბ მამარდაშვილის ტექსტებს (ინტერვიუები, გამოსვლები, ამონარიდები ლექციების კურსებიდან და საარქივო მასალები), რომლებიც უშუალოდ უკავშირდება მის ნააზრევში ქრისტიანული საწყისების თემას და, ამასთანავე, ნათელს ჰფენს ფილოსოფიისა და რელიგიის მიმართების მისეულ გაგებას.

გამოცემის გაფორმებისას გამოყენებულია ლაიონელ ფეინინგერის ნახატები.

Scroll to Top