თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის მონახაზი

გამომცემელი: ელენე მამარდაშვილი
ISBN: 5898263331
წელი: 2010
გვერდები: 584

გაზიარება:

Facebook
Instagram

წიგნის ანოტაცია

წიგნში პირველადაა წარმოდგენილი მ. მამარდაშვილის მიერ კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის სტუდენტებისთვის 1978-1979 წწ. წაკითხული ლექციები. „თანამედროვე ევროპული ფილოსოფიის მონახაზის“ შიდა სიუჟეტში ორი თემაა გაერთიანებული –თანამედროვეობის დაბადების ერთჯერადი ისტორიული მოვლენა თავისი სპეციფიკური შესაძლებლობებითა და შეუძლებლობით და ცნობიერების მარადიულად განმეორებადი, მაგრამ არაფრით გარანტირებული მოვლენა. მამარდაშვილი იკვლევს არაკლასიკური აზროვნების ჩამოყალიბების სიტუაციას, განსაკუთრებით ფოკუსირდება რა ფენომენოლოგიურ და ფსიქოანალიტიკურ პროექტზე. ცნობიერების აქტის განხორციელება ნამდვილი ისტორიული ცხოვრების დასაწყისად გვევლინება.

ასევე პირველად გამოქვეყნდა მ. მამარდაშვილის საუბრის სრული ვერსია ვ. ტირონსთან – „მარტოობა ჩემი პროფესიაა“. ლექციის – „ვენა XX საუკუნის გარიჟრაჟზე“ – ტექსტი გასწორებულია და აღდგენილია კუპიურები ადრინდელი პუბლიკაციებიდანაც.

გარეკანის გაფორმებისას გამოყენებულია ფრანსისკო ინფანტეს ნამუშევარი „არტეფაქტები“ ციკლიდან „კვადრატის ხეტიალი“ (1977) და იგორ პალმინის ფოტო „მერაბ მამარდაშვილი“ (1980).

Scroll to Top